მგზავრობა სამართლიან ფასად — სანდო მძღოლთან
ტაქსი, მინივენი, სამედიცინო და ბავშვთა გადაყვანა, ტვირთი და ევაკუატორი — ერთ აპლიკაციაში. ფასი ითვლება იმ გზით, რომელიც რეალურად გაიარეთ.
- დადასტურებული მძღოლები
- ჩაჯდომა PIN-კოდით
- დისპეტჩერი ყველა ქალაქში
ყველაფერი, რაც გზაზე გჭირდებათ
აირჩიეთ სერვისი, მიუთითეთ საიდან და სად — დანარჩენს აპლიკაცია და დისპეტჩერი მოაგვარებს.
ტაქსი
ქალაქში მგზავრობა ახლავე ან წინასწარი ჯავშნით.
დეტალებიმინივენი
7 მგზავრამდე — ოჯახისთვის, ჯგუფისთვის, ბარგით.
დეტალებისამედიცინო გადაყვანა
ეტლით ან საკაცით, ექიმთან და სახლში. არ არის სასწრაფო დახმარება.
დეტალებიბავშვთა ტრანსპორტი
სკოლა და ბაღი, ჩაბარება PIN-კოდით, მშობლის კონტროლით.
დეტალებიმცირე ტვირთი
ყუთები, საბუთები, ნივთები — მსუბუქი მანქანით.
დეტალებიდიდი ტვირთი
მიკროავტობუსი მისაბმელით — გადაზიდვისთვის.
დეტალებიევაკუატორი
გაუმართავი მანქანა სერვისში ან სახლში, ფოტოებით.
დეტალებიმაღალი გამავლობა
სოფელში, მთაში, რთულ გზაზე — შესაფერისი მანქანით.
დეტალები
ოთხი ნაბიჯი — და უკვე გზაში ხართ
-
1
მიუთითეთ მისამართი
ჩაწერეთ ქუჩა ან მონიშნეთ რუკაზე. ძებნა ჯერ თქვენს ქალაქში ეძებს — ხაშურში „რუსთაველი“ ხაშურის რუსთაველია.
-
2
ნახეთ ფასი წინასწარ
შეკვეთამდე ჩანს სავარაუდო ფასი, მანძილი და დრო. ფარული დანამატები არ არის.
-
3
უყურეთ მძღოლს რუკაზე
ხედავთ, სად არის მანქანა და როდის მოვა. მარშრუტი რეალურ დროში ახლდება.
-
4
ჩაჯექით PIN-კოდით
მძღოლს ეუბნებით 4-ციფრა კოდს — ასე დარწმუნებული ხართ, რომ სწორ მანქანაში სხდებით.
იხდით იმას, რაც რეალურად გაიარეთ
შეკვეთისას ხედავთ სავარაუდო ფასს. საბოლოო ფასს აპლიკაცია ითვლის გავლილი მარშრუტით — თუ გზა დაკეტილია და მძღოლი შემოუვლის, ეს დამალული არ დარჩება.
- მარტივი ტარიფი. აყვანა 2.50 ₾ და ყოველ კილომეტრზე 0.80 ₾.
- ახალი ფასი მხოლოდ თქვენი თანხმობით. თუ მძღოლი სხვა ფასს შემოგთავაზებთ, აპში დაინახავთ მიზეზს და თავად დაადასტურებთ ან უარყოფთ.
- ლოდინი გამჭვირვალედ. პირველი 4 წუთი უფასოა, შემდეგ — 0.90 ₾ წუთში.
ტაქსისა და მინივენის ტარიფი. ლოდინი 4 უფასო წუთის შემდეგ ცალკე ემატება. საბოლოო ფასი გავლილი მარშრუტით დაითვლება.
ვიცით, ვისთან ერთად მგზავრობთ
ყოველი მძღოლი და მანქანა ქალაქის გუნდის მიერაა შემოწმებული და დადასტურებული.
PIN-კოდი
მგზავრობა იწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მძღოლს თქვენს კოდს ეტყვით.
მძღოლის შეფასება
ჩანს სახელი, მანქანა, ნომერი და სხვა მგზავრების შეფასება.
ცოცხალი თვალთვალი
რუკაზე ხედავთ მანქანას და მისვლის დროს — მონაცემები რეალურ დროში ახლდება.
დისპეტჩერი
ყველა ქალაქს ჰყავს დისპეტჩერი — ტელეფონით შეკვეთაც შეგიძლიათ.
სადაც უკვე ვმუშაობთ
დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს 6 ქალაქი — და სია იზრდება.
საზღვარი: © OpenStreetMap-ის მონაწილეები
იმუშავე მაშინ, როცა გინდა
ჩართე „ხაზზე“ და მიიღე შეკვეთები შენს ქალაქში. ყველაფერი ერთ აპში — შეთავაზებიდან ანგარიშსწორებამდე.
- გასაგები შეთავაზებამისამართი, ფასი და მარშრუტი — მიღებამდე.
- სამართლიანი ფასითუ გზა შეიცვალა, მგზავრს ახალ ფასს შესთავაზებ.
- გამჭვირვალე ბალანსიაირჩიე საკომისიო: პროცენტი ან დღიური ფიქსირებული თანხა.
აპლიკაცია მალე App Store-ზე
TrustDrive ამჟამად გამოქვეყნების პროცესშია. მანამდე შეკვეთა შეგიძლიათ თქვენი ქალაქის დისპეტჩერთან ტელეფონით.

